კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა – დაზღვევის ზედამხედველობას კოტე სულამანიძე უხელმძღვანელებს

"კომერსანტის" ექსკლუზური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად "პროგრეს ბანკის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი, კოტე სულამანიძე დაინიშნა. სულამანიძემ იოსებ გოგოლაშვილი შეცვალა. 

სულამანიძეს აქამდე ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ამასთან, 2009 წლიდან, 2014 წლის მარტამდე სულამანიძე, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკს" ხელმძღვანელობდა. მანამდე ის მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკასა" და „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში".

"საფინანსო ბაზრის დივერსიფიცირება, დაზღვევის კულტურის დახვეწა და სასარგებლო სადაზღვევო პროდუქტების პოპულარიზაციაა", – ესაა კოტე სულამანიძის პრიორიტეტები, – წერს gbc.

მისივე განცხადებით, დაზღვევის სექტორში სამუშაო ბევრია. საფინანსო ბაზრის მოთამაშეებად არ უნდა აღიქმებოდეს მხოლოდ ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. დიდი სპექტრია და ყველა სეგმენტის განვითარება ქმნის სექტორს, ერთიან კონტექსტში განიხილა კაპიტალის ბაზრის, აქტივების მართვის მიმართულებები, საინვესტიციო, სადაზღვევო ფონდები და სალიზინგო კომპანიები.

"კომერსანტი"

04.01.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia