ჯიპიაი ჰოლდინგი

15 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლბეში, კავშირი „ჩვენი ბავშვებისა“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბში“ (CSR) გაეთიანებულ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებთან, სადაც წარმოდგენილი იყო "ჯიპიაი ჰოლდინგიც",როგორც SCR კლუბის აქტიური წევრი. 
შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარადგინეს წლევანდელი კამპანია, რომელიც მიზანად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვას - ჰქონდეთ მათ საჭირო განათლების, განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა. კამპანიის მთავარი მესიჯია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“და მასში უშუალოდ დაუნის სინდრომის მქონე პირები იღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე ჯიპიაი ჰოლდინგმა, SCR კლუბის სხვა წევრმა კომპანიებმა და ორგანიზატორებმა ერთობლივად იმსჯელეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან განათლებისა თუ დასაქმების კუთხით, კერძო სექტორის როლზე ამ პრობლემების მოგვარებისთვის და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
16.03.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia