ერთად გამარჯვებისკენ! - ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ რაგბის კავშირის ოფიციალური მზღვეველია

2017 წლიდან ,,სადაზღევო კომპანია ალფამ“ სტრატეგია შეცვალა და აქცენტი ინოვაციური და კლიენტის საჭიროებაზე ორიენტირებული პროდუქტების განვითარებაზე აიღო. ამის ერთ–ერთი მაგალითია რაგბის კავშირთან გაფორმებული შეთანხმება, პროდუქტი, რომელიც ფარავს ისეთ არასტანდარტულ რისკებს, როგორიცაა ნებისმიერი სახის სპორტული ტრავმები, რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები და განსხვავებული სტომატოლოგიური მომსახურებები – ორთოდონტია და იმპლანტაცია.
2017 წლიდან სადაზღვევო კომპანია ალფა მომხმარებელს სთავაზობს კორპორატიული დაზღვევის სახეობების სრულ ასორტიმენტს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, პროფესიული რისკების დაზღვევის, მანქანა–დანადგარების, ტვირთების, გარანტიების და ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულებით.
ჰოლდინგის ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფს ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ მუდმივ განვითარებას. კომპანიას აგრეთვე ზურგს უმაგრებენ მსხვილი გადამზღვევლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მისი წარმატებით და წინსვლით. 2017 წელს ალფამ მოზიდული პრემიის მიხედვით წინა წელთან შედარებით 75%–იანი ზრდა განიცადა, ხოლო ავტოდაზღვევის მიმართულებით ის პირველ ხუთეულში შედის.
"კომერსანტი"

15.11.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia