„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს

„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს , —  ამის შესახებ „კომერსანტს“ „ბაზისბანკში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარებს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. ასევე  მიმდინარეობს ბაზრის კვლევაც. 
მათი განცხადებით, „ბაზისბანკის“ ჰოლდინგის ახალ შვილობილ კომპანია „ჰუალინგ დაზღვევას“ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები უკვე მიიღებული აქვს. კითხვაზე, არასიცოცხლის სახეობის კონკრეტულად რომელი პროდუქტების გამოტანას აპირებს ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევა“, „ბაზისბანკში“ განმარტავენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
„კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას მომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას“-აცხადებენ „ბაზისბანკში“.
მათივე განმარტებით, ბაზისბანკის შვილობილ კომპანიებს დაემატა სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“, რომელიც ასევე 2018 წლის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება.
„ბანკის ჰოლდინგური განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბაზისბანკის წილის ზრდას და შესაძლებლობას მისცემს ჯგუფს კლიენტებს შესთავაზოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი“-აცხადებენ „ბაზისბანკში“.
„სს ჰუალინგ დაზღვევა“ დეკემბრის ბოლოს ოფიციალურად დარეგისტრირდა.  მისი დირექტორია დავით კაკაბაძე, მოადგილეები კი  —   ლია ასლანიკაშვილი და ლევან გარდაფხაძე.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაიქი მია, წევრები კი ხვეი ლი და დავით ცაავა.
ჰუალინგი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი კომპანიაა, რომელიც არაერთ აქტივს ფლობს, მათ შორის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და სასტუმროს. ამასთან, კომპანიის მფლობელობაშია „ბაზისბანკიც“.
"კომერსანტი"

09.01.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia