პრაიმი - სტანდარტ დაზღვევა საქართველოს რებრენდინგი და ახალი ბრენდი სადაზღვევო ბაზარზე

სტანდარტ დაზღვევა საქართველომ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა.  სადაზღვევო კომპანია  პრაიმის ახალი ბრენდი ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე და მომხმარებელს ინოვაციურ, მარტივ და მოსახერხებელ სერვისებს შესთავაზებს. 
კომპანია ბაზარზე სადაზღვევო პროდუქტების სრული პაკეტითა და მაქსიმალურად გამჭვირვალე პირობებით 2007 წლიდან ოპერირებს.  გამოირჩევა პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებით და არაპროვაიდერთა არჩევანის შესაძლებლობით. 
ახალმა ბრენდმა თავის თავში გააერთიანა ინდივიდუალიზმი, არსებული საზღვრების რღვევა, ახალი სივრცეების დაპყრობის ამბიცია, ინოვაციურობა, სიახლე, მოქნილობა, პოზიტიურობა და თანამედროვეობა... თუმცა ამვდროულად ბრენდის მახასიათებლებია ასევე ნდობისა და დაცულობის, სიძლიერის, ზრდისა და პროგრესის გამოხატულება... ბრენდის პოზიციონირება მის უშიშარ და გაბედულ სტრატეგიაშია, რაც გულისხმობს, რომ კომპანია რისკს არ უშინდება და მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს ყველა მომხმარებლის ინტერესებს. 
პრაიმის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეში იქნება. ბაზარზე არსებული თანამედროვე ტენდენციების გაზიარება, ახალი მიდგომა და ანაზღაურების მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს მიიღოს მომსახურების გარანტირებულად მაღალი ხარისხი. 

23.02.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia