DRC-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგი საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და დავების განმხილველი ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „სადაზღვევო დავების არბიტრაჟის წესით განხილვის სპეციფიკა“, წარმატებით დასრულდა!
სადაზღვევო სამართლისა და საარბიტრაჟო სამართლის თეორიულ-პრაქტიკული კურსით ბევრი წარმატებული იურისტი დაინტერესდა. ტრენინგი ძალიან აქტიურად, მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა, ამასთან, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგის განმავლობაში მათთვის მიწოდებული პრაქტიკული დავალებების შესრულებაში, რაც ასევე მოიცავდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მომზადებას იმიტირებულ საარბიტრაჟო სადაზღვევო საქმეზე.
ტრენინგის დასასრულს DRC-ის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მაკა ნაჭყებიამ და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის მთავარმა მედიატორმა ბატონმა არჩილ ცერცვაძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ DRC-ის სასამართლოს სადაზღვევო დავის განმხილველ არბიტრთა სიაში შესვლის განაცხადით.
დღის ბოლოს, DRC -იმ, ტრენინგის მონაწილეებს ფურშეტზე უმასპინძლა.

15.05.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia