დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, შესაძლოა, სებ-ში დაბრუნდეს

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს 2013 წლის მარტში გამოეყო. ამ უწყების სებ-ის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა, თუმცა როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-თან აცხადებს, ამის შესახებ საუბარია კულუარებში და ინდუსტრიას შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს.
დევი ხეჩინაშვილი ზედამხედველის სებ-ში დაბრუნების წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ  პირიქით, დამოუკიდებელი ზედამხედველის სტატუსი კიდევ უფრო გასაძლიერებელია.
„სადაზღვევო სფეროს ზედამხედველი უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო აქტიური, კარგად უზრუნველყოფილი კადრებით და სახსრებით და უნდა ჰქონდეს მაღალი მდგომარეობა სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ ვფიქრობთ, უპრიანი იქნებოდა ეს ჩვენი დამოუკიდებელი ზედამხედველის სტატუსი ამაღლებულიყო და რეგულატორების კანონს დაქვემდებარებოდა. ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნებაზე, ვფიქრობ, არასწორია. სებ-ი არის დიდი ინსტიტუტი, ბანკირული აზროვნებით. იქიდან ნაკლებად იქნება დეტალებში ჩასული ინიციატივები სადაზღვევო ურთიერთობების მხარდასაჭერად“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
bm.ge
17.09.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia