სადაზღვევო ინდუსტრია მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრას გეგმავს

სადაზღვევო ინდუსტრია მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა. როგორც ცნობილია, საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა ჯერ 2019 წლამდე, შემდეგ კი 2023 წლამდე გადავადდა. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ინდუსტრიისთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდნენ რეფორმის მიღმა, რადგან სადაზღვევო ინდუსტრიას სხვა სექტორების მსგავსად სჭირდება მხარდაჭერა. 
„არ მესმის რატომ დაგვბლოკეს. ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობისას მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ახლა არა, მაგრამ შემდეგ გავაგრძელებთო. ახლა მოვიდა შემოდგომა და დავიწყებთ ისევ ამაზე საუბარს, რადგან ბუნებრივია არსებობს არაერთი არგუმენტი იმის შესახებ, რომ ჩვენ ისევე როგორც მშენებლებს, მეთევზეებს და ყველა სხვას, გვეკუთვნის და გვჭირდება რეფორმა. განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა როგორც რეგულატორული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ისე ბაზრიდან გამომდინარე, კაპიტალიზაციის ზრდა გვჭირდება. ჩვენც უნდა შეგვიწყონ ხელი“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი. 
bm.ge
17.09.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia