1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრის მიზანს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხების დეტალური განხილვა წარმოადგენდა.
„საუბარი შეეხო დაზღვევის პაკეტის მინიმალურ ოდენობასა და შესაძლო ლიმიტებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნეს გაერთიანებისა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"
06.11.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia