ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი შეთავაზება კორპორაციულ კლიენტებს


”ჯიპიაი”-ს სრულიად ახალი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს თითქმის სრულ სამედიცინო მომსახურებას, გეგმიური ქირურგიის, ორსულობა/მშობიარობით სტომატოლოგიისა და მედიკამეტნების ჩათვლით. სადაზღვევო პაკეტის შეძენა პატარა ორგანიზაციებსაც კი შეუძლიათ - სადაც მინიმუმ 15 ადამაინი მაინც მუშაობს. ფასი თვეში 15 ლარიდან მერყეობს და დამოკიდებულია დაზღვევის პირობებსა და სადაზღვევო ლიმიტებზე. აღნიშნული კორპორაციული დაზღვევა იმით არის გამორჩეული, რომ თანხა ანაზღაურდება თითქმის მინიმალური გამონაკლისებით, დაიფარება ისეთი მომსახურება, რაც თითქმის არც ერთ სხვა კომპანიაში არ იფარება, კერძოდ: ონკოლოგია, კარდიოლოგია, დერმატოლოგიური დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, დაზღვევამდე არსებული დაავადებები. რაც მთავარია, დაზღვევის მფლობელს საშუალებ ექნება საზღვარგარეთ ჩაიტაროს მკურნალობა და დაიგნოსტირება. ”ჯიპიაი ჰოლდინგი” ორგანიზებას გაუწევს ყველა საკითხს, რაც კი საზღვარგარეთ მკურნალობასთან იქნება დაკავშირებული და პოლისის ლიმიტის შესაბამისად, ცხადია დააფინანსებს ხარჯებს .აღსანიშნავია ასევე, რომ საბაზისო სამედიცინო მომსახურება 100%-ით ანაზღუარდება ყოველგვარი თანაგადახდის გარეშე. თინათინ სტამბოლიშვილი, საზ. ურთიერთობსი სამსახურის უფროსი: ”შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა სამიზნე სეგმენტის მოთხოვნილება და სწროედ ამაზე ავაგეთ ჩვენი შეთვაზება. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული პირობები, რასაც სტანდარტულად ბაზარი სთავაზობს კორპორაციულ კლიენტებს. ეს ეხება როგორც კლინიკებისა და სპეციალისტების თავისუფალ არჩევანს, ასევე ფასწარმოქმნისა და პრემიის გადახდის მოქნილ სისტემას. ნათლად არის გაწერილი ის მინიმალური გამონაკლისებიც კი - რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს კლიენტისთვის პოლისის პირობები. გამარტივებულია თანხის ანაზღაურების პროცეუდრები. გავითავლისწინეთ ყველაზე მომთხოვნი კლიენტის გვჯერა, რომ ყველა ჩვენი კლიენტი მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ამ დაზღვევით.”

12.09.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia