„ჯიპიაი-ს კლინიკა” და ”კურაციო” ერთიანდება

„ჯიპიაი-ს კლინიკა” ”კურაციოს” ბაზაზე ერთიანდება და პაციენტებს უფრო მრავალფეროვან სამედიცინო სერვისს შესთავაზებს. კლინიკების გამსხვილება უკვე დასრულებულია და პირველ პაციენტს განახლებული კლინიკა ”კურაციო” უკვე იღებს.
 „ორი კლინიკის გაერთიანება ერთი ბრენდის ქვეშ რამდენიმე მიზანს ემსახურება: პირველი რიგის ამოცანა იყო, ერთიანი სტანდარტების დანერგვა როგორც ზოგადად მომსახურების, ისე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. მნიშვნელოვნად გაიზრდება სიმძლავრეები, რათა ყველა პაციენტმა შეუფერხებლად და ზედმეტი ლოდინის გარეშე მიიღოს მომსახურება,” - აცხადებს ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაძე. 
 ”ჯიპიაი ჰოლდინგის” სამედიცინო დაზღვევის პოლისით 200,000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. საქართველოს მასშტაბით კომპანია 10 საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 225 საწოლს მოემსახურება.
07.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia