"იმპოკრედიტი"- ახალი, ერთობლივი პროდუქტი

ფინანსირება, ტრანსპორტირება, დაზღვევა - კომპლექსური მომსახურებით სარგებლობა 2010 წლის 6 ოქტომბრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ. "იმედი ელ"-მა, "ბითიეი ბანკ"–მა და "Silk Road Group"-მა ახალი პროდუქტი - "იმპოკრედიტი" შეიმუშავეს. პროდუქტით სარგებლობისას ბითიეი ბანკი სესხს უმოკლეს ვადაში გასცემს, "Silk Road Group"-ი მომხმარებელს უსაფრთხო ტრანსპორტირებას შესთავაზებს, ხოლო ტვირთის აუცილებელ დაზღვევას განსაკუთრებული პირობებით "იმედი ელ"-ი უზრუნველყოფს. ბიზნესმენები, რომლებიც 15 ნოემბრამდე "იმპოკრედიტით" ისარგებლებენ, კომპანიისგან საჩუქრად უფასო დაზღვევას მიიღებენ.
15.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia