"პარტნიორმა" ავტოდაზღვევიდან მიღებული პრემია 44 პროცენტით გაზარდა

სადაზღვევო კომპანიამ "პარტნიორი" ავტოდაზღვევის პროდუქტიდან მიზიდული სადაზღვევო პრემიის მაჩვენებელი 44%-ით გააუმჯობესა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიამ ამ სექტორში 784 842 ლარის პრემია მიიზიდა, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში - 544 535 ლარი. კომპანიის წილი დაზღვევის ამ სახეობაში 5,33%-ია და იგი 11 კომპანიას შორის მეხუთე ადგილზეა.
კომპანიებმა 2010 წლის პირველ ნახევარში დაზღვევის ამ სახეობაში 14,222 მლნ პრემია მიიზიდეს, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით შემცირებულია.
ამ სადაზღვევო პროდუქტის წარმატება კომპანიის არასტანდარტულმა მიდგომამ განაპირობა. "კომპანიას ჰყავს მობილური ჯგუფი, რომელიც ავტო საგზაო შემთხვევის დადგომისთანავე შემთხვევის ადგილზე მიდის და კლიენტს დახმარებას ადგილზე უწევს. კომპანია სადაზღვევო თანხას სადაზღვევო აქტის შედგენიდან 3 დღეში ანაზღაურებს", - აცხადებენ "პარტნიორში".

27.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia