სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაი” -ის ახალი აქცია

კომპანია ”ალდაგი ბისიაის” ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის განმავლობაში დააზღვევს ავტომობილს, საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა კურორტზე 2-დღიან საგზურს მიიღებს.
"ალდაგი ბისიაის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ივჩენკოს ინფორმაციით, მომხმარებელს შეეძლება თავად აირჩიოს, სად გაატაროს სასიამოვნო "უიქენდი" - ბათუმის შერატონში, სასტუმრო გუდაურში, M Group-ის კურორტ ყვარლის ტბაზე თუ ბაკურიანში.
ამავდროულად, აქციის ფარგლებში "ალდაგი ბისიაის" მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ავტომანქანა განახევრებული ტარიფით დააზღვიოს.
მსგავსი ტიპის აქცია ამ ზაფხულსაც ჩატარდა. კომპანია  ავტომფლობელებს "ალდაგი ბისიაიში" დაზღვევისას, ბათუმის "შერატონში" დასვენებას სთავაზობდა. აღნიშნულმა აქციამ წარმატებით ჩაიარა, აშკარა იყო მომხმარებლის ინტერესი ამ ტიპის წამახალისებელი აქციის მიმართ. ჩვენი მომდევნო აქციის დაგეგმვისას, გავითვალისწინეთ მომხმარებლის სურვილები, მოახლოებული სეზონი და დაინტერესებულ პირებს, შემოდგომა-ზამთრის ყველაზე პოპულარული კურორტების და სასტუმროების არჩევანს ვთავაზობთ. ყველა ჩვენს დაზღვეულს ვუსურვებ მშვიდობიან მგზავრობას და სასიამოვნო დასვენებას",- განაცხადა "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნუცა კოღუაშვილმა.

27.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia