"ირაო" საავადმყოფოების მშენებლობას იწყებს

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია,,ირაო’’  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთდროულად იწყებს საავადმყოფოების მშენებლობას. საავადმყოფოების მშენებლობა 2011 წლის  დეკემბრისთვის დასრულდება.
პროექტის მიხედვით, ყველა მრავალპროფილიანი საავადმყოფო იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით და უპასუხებს დადგენილ სტანდარტებს. კომპანიისათვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენს.
როგორც საავადმყოფოების ადმინისტრაციული მმართველობის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტების საკითხში აქცენტი ადგლობრივ კადრებზე გაკეთდება. პროექტის დაწყების დღიდან, მის წარმატებით და დროულად განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულნი მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები.

01.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia