სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი  სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია


2018 წლის 5 იანვრიდან სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი"  სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია. კომპანიამ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება 2017 წლის ივლისის თვეში დაიწყო. 100 %-ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.


1-ლი მარტიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, მთავრობამ იმ ობიექტების ნუსხა დაადგინა, რომელთაც მესამე პირის დაზღვევის ვალდებულეა ექნებათ. ცნობისათვის, მესამე პირად იგულისხმება მათ შორის ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი. 
ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა 1-ელ მარტამდე გადაიდო

 უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრის მქონე ავტომობილების მფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ ორი თვით, მომავალი წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველ მარტამდე გადაიწია. 
1 2 3 4 5 [6]
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia