2009 წლის ბაზრის მონაცემები

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი” 2009 წლის მონაცემებით ბაზრის 19%-ს აკონტროლებს. კომპანიის პორტფელში სამედიცინო დაზღვევა 35,244 მლნ. ლარით ლიდერობს, მეორე ადგილზე 12,285 მლნ. ლარით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა, ქონების დაზღვევა -8,627 მლნ. ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 3,431 მლნ. ლარი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 2,754 მლნ. ლარი, უბედური შემთხვევის დაზღვევა – 1,666 მლნ. ლარი. სადაზღვევო კომპანიას “ალდაგი…

ცხოველების დაზღვევა საქართველოში

სადაზღვევო კომპანია “ვესტი” ცხოველებსაც აზღვევს. სადაზღვევო კომპანია “ვესტი” ამუშავებს ცხოველთა დაზღვევის რამოდენიმე სახის პოლისს, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მომსახურებით, ასევე ფასით. პოლისი მოიცავს ვეტერინარულ მომსახურებას: სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ცხოველს მოემსახურება მაღალკვალიფიციურ ვეტერინართა ჯგუფი. კომპანია მალე ძაღლებისა და კატების გარდა სხვა ცხოველებსაც დააზღვევს. პოლისი მოიცავს ვეტერინარულ მომსახურებას: სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას. სადაზღვევო შემთხვევის…

ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ქუთაისში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი იმერეთში ერთდროულად რამდენიმე კლინიკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველსალდაგი ბისიაი 6 კლინიკის აშენებას გეგმავს. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. ქუთაისში 6200 კვ. მეტრის მიწის ფართზე 70-საწოლიანი მრვალაპროფილური კლინიკა აშენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, ტყიბულში 4535 კვ. მეტრის ფართზე 15-საწოლიანი კლინიკა აშენდება, თერჯოლაში 2410 კვ. მეტრის მიწის…

ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი შეთავაზება კორპორაციულ კლიენტებს

”ჯიპიაი”-ს სრულიად ახალი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს თითქმის სრულ სამედიცინო მომსახურებას, გეგმიური ქირურგიის, ორსულობა/მშობიარობით სტომატოლოგიისა და მედიკამეტნების ჩათვლით. სადაზღვევო პაკეტის შეძენა პატარა ორგანიზაციებსაც კი შეუძლიათ – სადაც მინიმუმ 15 ადამაინი მაინც მუშაობს. ფასი თვეში 15 ლარიდან მერყეობს და დამოკიდებულია დაზღვევის პირობებსა და სადაზღვევო ლიმიტებზე. აღნიშნული კორპორაციული დაზღვევა იმით არის გამორჩეული, რომ თანხა ანაზღაურდება თითქმის მინიმალური…

ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

სადაზღვევო პროდუქტი ქართულ ბაზარზე ახლო მომავალში გამოჩნდება. მსოფლიო ბაზარზე ასეთი შეთავაზება დიდი პოპულარობით სარგებლობს და სადაზღვევო პაკეტის ღირებულებაც მაღალია. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი მსხვილი სადაზღვევო კომპანიები მზად არიან მარცვლეული კულტურები დააზღვიონ. მინისტრი ვარაუდობს, რომ მოსავლის დაზღვევით ბევრი კომპანია დაინტერესდება.„ალდაგი ბი სი აი“ აგროკულტურის დაზღვევის მიზნით მომხმარებლისთვის შესათავაზებელ ახალ პროდუქტზე…

ცნობილი ადამიანების სადაზღვევო ახირებები

პირველად ცნობილი ადამიანებიდან სხეულის ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი 120 ათას დოლარად მკერდი, სოფი ლორენმა დააზღვია. ასევე ცნობილმა ლამაზმანმა ჯინა ლოლობრიჯიდამ კი გადაწყვიტა, რომ მისი მკერდი გაცილებით ძვირი – 600 ათასი დოლარი ღირდა. მომღერალ მადონას მოუნდა ყველასთვის გადაესწრო. მაგრამ სადაზღვევო კომპანიებმა მას უარი უთხრეს, რადგანაც გადაჭარბებულად მოეჩვენათ მისი წინადადება – მკერდი 12 მილიონ დოლარად დაეზღვია. მათ…

სამედიცინო დაზღვევის ახალი სქემა

სან-ფრანცისკო მალე შესაძლოა გახდეს ერთადერთი ადგილი, სადაც დასაქმებულ ადამიანს სქესის შეცვლას დაზღვევა დაუფინანსებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მერიის საბჭო სამედიცინო დაზღვევის ახალ სქემას მოიწონებს. სამი კერძო სადაზღვევო კომპანია უკვე მზადაა, როგორც ოპერაციის თანხა, ისე ჰორმონალური პრეპარატები და ფსიქოლოგის სამსახურისთვის დახარჯული თანხა დააფინანსოს. ადამიანის უფლებების დამცველმა კომისიამ სამედიცინო დაზღვევის ასეთი სქემა ჯერ კიდევ 1994 წელს წარმოადგინა.…

დაცვა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის

იაპონიის უნივერსიტეტებში დაზღვევის ახალ სახეობას სთავაზობენ პედაგოგებს ჩამპუს Gუარდ. ახლა მასწავლებელი, რომელიც 14, 5 ათას დოლარს გადაიხდის, 393 ათას დოლარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მასზე სექსუალურ ძალადობას განახორციელებს. იმავე თანხით შესაძლოა აბიტურიენტის დაზღვევაც, რომელსაც ეშინია, რომ კომპიუტერი მისაღები გამოცდების დროს, მისი დავალების დამუშავებისას შეცდომას დაუშვებს. ეს ბოლო სიახლე მას მერე დაინერგა, რაც ცნობილი გახდა, რომ…

რატომ იზღვევენ თავს მამაკაცები ცოლებისგან?

სულ უფრო მოუხშირეს სიარულს ბრიტანულ სადაზღვევო კომპანიებში მდიდარმა მამაკაცებმა. დაქორწინებას კი აპირებენ, მაგრამ ქორწილის შემდეგ თავის დაზღვევა და ცოლებისგან თავის დაცვაც სჭირდებათ. იქნებ, საყვარელი ადამიანი დაქორწინების შემდეგ ეგრევე აუტანელ არსებად გადაიქცეს? იმისთვის რომ სისხლით ნაკოწიწები ქონება არ დაკარგონ, მამაკაცებს ურჩევნიათ დაზღვევა გადაიხადონ. სადაზღვევო კომპანიამ “კონკორდია” გადაწყვიტა საქმეს მეცნიერულად მიდგომოდა და სხვის ქონებაზე მონადირე ქალბატონების “შავი…

ქალების დაზღვევა სექსუალური ძალადობისგან?

იაპონურმა სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს ქალების დაზღვევა არასასურველი “თაყვანისმცემლებისგან”. ვარაუდობენ, რომ ეს პოლისი დიდი პოპულარობით ისარგებლებს. რადგან პოლიციაში იაპონელი ქალებისგან ბევრი საჩივარი შედის სამსახურში, ტრანსპორტში მათზე გადაკიდებული საპირისპირიო სქესის გამო. ამასთან ბრძოლა იქამდე მივიდა, რომ მეტროში სპეციალური ვაგონები გაჩნდა, სადაც მამაკაცებს აღარ უშვებენ. სადაზღვევო კომპანია აპირებს აანაზღაუროს ქალბატონების სამედიცინო მომსახურებასა და ასევე მომხდარი ინციდენტის საქმის გამოძიების…