კერძო საპენსიო ფონდები სახელმწიფოსგან სტიმულირებას საჭიროებენ

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” კერძო საპენსიო ფონდებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს. კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაძის განცხადებით, სისტემა მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს და ხალხის დაინტერესება გამოიწვიოს, მთავრობის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.  მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით საპენსიო ფონდებში მოზიდული პრემია 100%-ით გაიზარდა, თუმცა, მოსახლეობის რაოდენობა კერძო საპენსიო ფონდებში არ გაზრდილა და მხოლოდ მათი შენატანები გამსხვილდა.…

“ალდაგი ბისიაიმ” მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ახალ სერვის ცენტრში  შესაძლებელია ყველა სახის სადაზღვევო მომსახურების მიღება, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში.  კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სერვის–ცენტრი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა რათა მომხმარებელმა ყველა სახის სერვისის მიღება ერთ ადგილას შეძლოს.  “ალდაგის” ახალი სერვის–ცენტრი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე…

ექიმებს რეკლამებში მონაწილეობა აეკრძალებათ

მომავალი წლიდან ქართველ ექიმებს ფარმაცევტული კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ეს შეზღუდვა საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში უკვე წარდგენილია. პირველი იანვრიდან კი სატელევიზიო სივრციდან ყველა ის სარეკლამო რგოლი გაქრება, რომელშიც ექიმი რომელიმე მედიკამენტს, კბილის პასტას ან საღეჭ რეზინს უკეთებს რეკლამას. სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის მიხედვით, ექიმი არა მარტო სამკურნალწამლო საშუალებების, არამედ პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის…