“ალდაგი ბისიაი” სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზრის ლიდერია

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურაში 6,39%-იანი წილით მესამე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ბაზარზე მოქმედმა 16 სადაზღვევო კომპანიიდან 12-მა 2010 წლის პირველ ნახევარში დაზღვევის ამ სახეობაში 14,222 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 14,715 მლნ ლარი იყო. დაზღვევის ამ სახეობაში მიზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებლის მიხედვით, პიორველ ადგილზე კომპანია…

სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაი” -ის ახალი აქცია

კომპანია ”ალდაგი ბისიაის” ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის განმავლობაში დააზღვევს ავტომობილს, საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა კურორტზე 2-დღიან საგზურს მიიღებს. “ალდაგი ბისიაის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ივჩენკოს ინფორმაციით, მომხმარებელს შეეძლება თავად აირჩიოს, სად გაატაროს სასიამოვნო “უიქენდი” – ბათუმის შერატონში, სასტუმრო გუდაურში, M Group-ის კურორტ ყვარლის ტბაზე თუ ბაკურიანში.ამავდროულად, აქციის ფარგლებში “ალდაგი ბისიაის” მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ავტომანქანა განახევრებული…

“პარტნიორმა” ავტოდაზღვევიდან მიღებული პრემია 44 პროცენტით გაზარდა

სადაზღვევო კომპანიამ “პარტნიორი” ავტოდაზღვევის პროდუქტიდან მიზიდული სადაზღვევო პრემიის მაჩვენებელი 44%-ით გააუმჯობესა.მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიამ ამ სექტორში 784 842 ლარის პრემია მიიზიდა, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში – 544 535 ლარი. კომპანიის წილი დაზღვევის ამ სახეობაში 5,33%-ია და იგი 11 კომპანიას შორის მეხუთე ადგილზეა.კომპანიებმა 2010 წლის პირველ ნახევარში დაზღვევის ამ სახეობაში 14,222 მლნ პრემია მიიზიდეს, რაც…