ტრენინგ კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ
დღეს, 8 თებერვალს 19 საათზე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ოფისში (ჩიტაიას ქუჩა 9ა, ტელეფონი 91-20-40) სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის ეგიდით ჩატარებული პირველი სადაზღვევო ტრენინგ-კურსის მონაწილეებს წარმატების სერტიფიკატები გადაეცემათ.საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის განმტკიცების პროექტთან (USAID Health System Support Project) პარტნიორებით უკვე რამდენჯერმე წარმატებით განახორციელა დაზღვევის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების და მომხმარებლის მომსახურების…

