საქართველოს ბაზრით AXA Group დაინტერესდა

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ტრანსნაციონალური სადაზღვევო კომპანია AXA Group დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს – საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. AXA Group დაზღვევის და აქტივების მართვის სფეროებში მსოფლიო ლიდერია. მის ჯგუფში დასაქმებული 216 ათასი დაქირავებული თანამშრომელი მსოფლიოს 57 ქვეყანაში 96…