“პარტნიორისა” და “თეგეტა მოტორსის” ერთობლივი პროდუქტი

სადაზღვევო კომპანია “პარტნიორს” და კომპანია “თეგეტა მოტორს” შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. პროდუქტი  PREMIUM CASCO 9 მარტს გამოვა ბაზარზე და „პარტნიორის“ და „თეგეტა მოტორსის“ ოფისებში გაიყიდება. მემორანდუმს  ხელი ორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მოაწერა. მათივე განცხადებით, დაინერგა ახალი პროდუქტი პრემიუმ კასკო, რომელიც მოიცავს როგორც ავტომობილების დაზღვევას, ასევე მის მომსახურებას, დაწყებული მათი უფასო დიაგნოსტიკით და დამთავრებული ავტომობილების შეკეთებით…