ფრანგული კომპანია ქართული ბაზრით დაინტერესდა
ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, ფრანგული სადაზღვეო კომპანია შემოვიდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საფრანგეთში სტუმრობისას, სადაზღვეო კომპანია “COFACE”-ში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდა. “COFACE”-ის მენეჯმენტმა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ათვისების სურვილი ღიად დააფიქსირა. ფრანგული კომპანია “COFACE” სადაზღვეო ბაზარზე 1946 წელს შევიდა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, “COFACE”-მ 2010 წელს რუსეთის სადაზღვეო ბაზრის ოპერირებისთვის საჭირო ლიცენზიაც მიიღო.2009…

