გინდათ სადაზღვევო საქმის სწავლა?

ბოლო პერიოდში  აქტუალური გახდა სადაზღვევო სფეროს პრობლემებზე საუბარი. მათ შორის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს – კვალიფიციური კადრების ნაკლებობას – ამ სფეროს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ საქართველოში სადაზღვევო საქმის სწავლებას დიდი ყურადღება არ ეთმობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან  ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის IPECC-ს დაარსება. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის მხარდაჭერით, ცენტრი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ ტრენინგ-კურსების გავლას, სადაზღვევო…