აგროდაზღვევა – ახალი პრიორიტეტი
20 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ჩატარდა სემინარი თემაზე „სოფლის მეურნეობის დაზღვევის საერთაშორისო გამოცდილება” USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივით. ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის საერთაშორისო ექსპერტის ედგარ ბალბინის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დაზღვევის გააქტიურებაში სახელმწიფო ჩართულობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. “სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დაზღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგადად სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს. სოფლის მეურნეობაში ძირითადად არის თვითდასაქმება…






