დევი ხეჩინაშვილი: 10 თვეა მთავრობას ვეუბნებით, რომ დაზღვევის სექტორში სერიოზული პრობლემაა
„როდესაც ახალი მთავრობა მოსვლის დღიდან აცხადებს, სადაზღვევო კომპანიები არ ,,მევასებაო“, რთული ვითარება იქმნება“ 9თვის განმავლობაში, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი ხელისუფლებას იმ პრობლემებზე მიუთითებდნენ, რომელთა გამოსწორებაც მარტივად შეიძლებოდა, თუმცა უშედეგოდ – ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ წერს და აღნიშნავს, რომ ბოლოს, წერილობით პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებსაც მიმართეს. გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო პროგრამა ,,ალფამ’‘ უკვე დატოვა, ხოლო ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’‘ სერიოზული პრობლემა შეექმნა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კომპანიაში დროებითი მმართველი დანიშნა. გადაწყდა,შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ამ კომისიისა და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები შევლენ. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს იმ პრობლემების გადაჭრის მეთოდს, რაც სადაზღვევო სექტორს გამოაცოცხლებს და კომპანიებს საშუალებას მისცემს, კლინიკების მიმართ დაგროვილი დავალიანება დაფარონ. ,,ვერსიას’‘ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი დევი ხეჩინაშვილი ესაუბრება. – რატომ ვერ შეძლეს სადაზღვევო კომპანიებმა ვალდებულებების შესრულება? – ,,ალფასაც’‘ და ,,არქიმედესაც’‘ საერთო პრობლემა ჰქონდა – არც ერთს არ ჰყოფნიდა პრემია თბილისში, რასაც მთავრობა უხდიდა. პრემიაში იგულისხმება ჯანდაცვის სერვისების თვითღირებულება. ხელისუფლება კომპანიებს ამ თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლებ თანხას უხდიდა. ჩემი აზრით, ,,ალფამ’‘ სახელმწიფო პროგრამა იმიტომ დატოვა, რომ მისი დამფუძნებელი ,,ავერსისთვის’‘, დაზღვევა ძირითადი ბიზნესი არ იყო. დანარჩენი კომპანიები კი მზღვეველები არიან. „ავერსმა“ თქვა, რომ წამგებიან პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. თვეების განმავლობაში, ,,ალფაც’‘…


