დევი ხეჩინაშვილი: ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში მხოლოდ გამოცდილ კომპანიებს დავუშვებთ

სადაზღვევო ასოციაცია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობს. კანონი, სავარაუდოდ, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს. ინფორმაციას, რომელიც www.eugeorgi.info-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის მსგავსი მოთხოვნა არ წაუყენებია. „ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებას არც ევროკავშირი ითხოვს და არც  ლოგიკა“, – ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, – „ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება – თუ უნდა დაზღვევა, იყიდოს, თუ არ უნდა, ძალით არ უნდა აყიდინო“. www.eugeorgi.info კანონპროექტის შესახებ ინფორმაციისთვის სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილს დაუკავშირდა. –ბატონო დევი, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ დიდი  ვნებათღელვა მოჰყვა. ჩვენი მკითხველის და მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება სადაზღვევო კომპანიების და მთავრობის სურვილია და ამ კანონის ამოქმედებას  ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს, მითუმეტეს ასეთი ფორმით და ასე სწრაფად, თითქმის 1 წლის შემდეგ. ცნობილია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ბევრი ვალდებულების შესასრულებლად  მოსამზადებელი პერიოდი ექნება, რომლის ხანგრძლივობაც რამდენიმე წლით იქნება განსაზღვრული. –მოლოდინი, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო სისტემის შემოღებას მოსახლეობა სიხარულით შეხვდებოდა, არც გვქონია. გადასახადი არავის უყვარს. არავის მოსწონს დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადახდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ გადასახადების გადახდა საჭიროა. ოპონენტებს უნდა დავეთანხმო:…

დევი ხეჩინაშვილი: ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში მხოლოდ გამოცდილ კომპანიებს დავუშვებთ

სადაზღვევო ასოციაცია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობს. კანონი, სავარაუდოდ, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს. ინფორმაციას, რომელიც www.eugeorgi.info-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის მსგავსი მოთხოვნა არ წაუყენებია. „ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებას არც ევროკავშირი ითხოვს და არც ლოგიკა“, – ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, – „ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება – თუ უნდა დაზღვევა, იყიდოს, თუ არ უნდა, ძალით არ უნდა აყიდინო“. www.eugeorgi.info კანონპროექტის შესახებ ინფორმაციისთვის სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილს დაუკავშირდა. –ბატონო დევი, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. ჩვენი მკითხველის და მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება სადაზღვევო კომპანიების და მთავრობის სურვილია და ამ კანონის ამოქმედებას ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს, მითუმეტეს ასეთი ფორმით და ასე სწრაფად, თითქმის 1 წლის შემდეგ. ცნობილია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ბევრი ვალდებულების შესასრულებლად მოსამზადებელი პერიოდი ექნება, რომლის ხანგრძლივობაც რამდენიმე წლით იქნება განსაზღვრული. –მოლოდინი, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო სისტემის შემოღებას მოსახლეობა სიხარულით შეხვდებოდა, არც გვქონია. გადასახადი არავის უყვარს. არავის მოსწონს დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადახდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ გადასახადების გადახდა საჭიროა. ოპონენტებს უნდა დავეთანხმო: ევროკავშირი არ ითხოვს ჩვენგან, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო სისტემა დაუყოვნებლივ ავამოქმედოთ. ივნისში ხელი მოეწერება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 6…