დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ნიკოლაძის განცხადება სამსახურის სამეთვალყურეო საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარედგინება. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის სათათბირო ოთახში გაიმართა. საბჭოს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი…


