„ირაომ“ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ზარალის ანაზღაურება დაიწყო
სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში აჭარისა და გურიის რეგიონში ციტრუსის მოსავლისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია ირაოს შორის აგროდაზღვევის პროგრამის თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ირაოს მიერ აჭარის, გურიის, კახეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე განხორციელდა მოსავლის დაზღვევა შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე:…



