აგროდაზღვევის რისკების მართვისთვის ახალი სააგენტო იქნება
USAID-ის დაფინანსებით საქართველოში ახალი პროექტი, „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მიმართულება აგროდაზღვევაა. G4G-ის პროექტის ფინანსებთან ხელმისაწვდომობის პოლიტიკის მრჩეველის ილია გოგიჩაიშვილის განცხადებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი მოსავლის დაზღვევის კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით, სადაც შედიან პარლამენტის აგრარული კომისია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია, კერძო სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები, G4G-ის წარმომადგენლები და სხვა ექსპერტები. მათივე თქმით, მიმდინარეობს…


