სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს გაეცნენ
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სადაზღვევო სექტორს გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება. სადაზღვევო კომპანიების წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს…


