“რეზონანსი”: არჩევნების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვა, სავარაუდოდ, შეიცვლება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაცია განიცადოს. ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება უკვე გააკეთა. ერთ-ერთი ვერსიით ის ბენეფიციარები, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ, პროგრამაში აღარ ჩაერთვებიან და მათ კერძო დაზღვევით სარგებლობა მოუწევთ. ბენეფიციართა შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ. ეკონომისტ ზვიად კანდელაკის თქმით, კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევაში ისეთი რეფორმა გატარდება, როგორც ეს დევნილთა…


