სოფლის მეურნეობის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ფერმერებთან, რათა ისინი საკუთარი აგრარული საქმიანობის დაზღვევის აუცილებლობაში დაარწმუნონ. „მოგეხსენებათ, აგროდაზღვევის პროექტი სიახლეა, სულ ორი წელია რაც დავიწყეთ. 2016 წლისთვის გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები თანადაფინანსების ნაწილში. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან…


