“საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები დღევანდელ მცირე ბიზნესსაც დაკარგავენ”
სადაზღვევო სექტორი დაგროვებით საპენსიო ბაზარზე მთავრობის კონკურენციას აპროტესტებს, – თემაზე „ბიზნესკონტრაქტთან“ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს. – ბატონო დევი, ძირეულ ნაკლოვანებად რა მიგაჩნიათ და რა მიმართულებით მართებს კონცეფციაზე მომუშავე სტრუქტურებს მუშაობა? – სახელმწიფო საპენსიო დაგროვებაზე კანონი საქართველოში უკვე 15 წელზე მეტია არსებობს და სადაზღვევო კომპანიები ამას იმ წარმატებით, რასაც საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა, ახორციელებენ.…


