აგროდაზღვევის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონსულტანტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) ფარგლებში, „ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის“ ორგანიზებით ჩატარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის…

