პრემიერის განცხადებით დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.  „უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; საინვესტიციო სააგენტო უერთდება მეწარმეობის სააგენტოს; დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო აღარ დაფინანსდება ბიუჯეტიდან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. “კომერსანტი”