ზედამხედველობას სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ – სანაცვლოდ ინდუსტრია სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს
მომავალი წლიდან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ბიუჯეტში ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება არ არის გათვალისწინებული. რადიო „კომერსანტი” დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს დაფინანსების წესის ცლილებასთან დაკავშირებით სადაზღვევო ინდუსტრიას. კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ასეთი მოდელი მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა აუცილებელია პარალელურად ამოქმედდეს სავალდებულო ტიპის დაზღვევები. კომპანია „ალდაგის” გენერალური დირექტორი…




