კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა – დაზღვევის ზედამხედველობას კოტე სულამანიძე უხელმძღვანელებს
“კომერსანტის” ექსკლუზური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად “პროგრეს ბანკის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი, კოტე სულამანიძე დაინიშნა. სულამანიძემ იოსებ გოგოლაშვილი შეცვალა. სულამანიძეს აქამდე ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ამასთან, 2009 წლიდან, 2014 წლის მარტამდე სულამანიძე, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკს” ხელმძღვანელობდა. მანამდე ის მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკასა” და „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში”. “საფინანსო ბაზრის…


