პარლამენტში სადაზღვევო სისტემის სრულყოფის საკითხებზე იმსჯელეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების პერსპექტივები და საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ასევე, ამ მიმართულებით კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის საკითხები განიხილეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისა და საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ყველა მონაწილის აზრით, გარკვეული…


