ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს სადაზღვევო კომპანია ,,კამარა’’ აზღვევს
2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში. ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი სადაზღვევო კომპანია ,,კამარაა”. მონაწილეები შეჯიბრის დროს დაზღვეულნი იქნებიან უბედური შემთხვევისგან. განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია და დიდი ბრიტანეთი. შეჯიბრი ჩატარდება 6 კაციანი ნავებით – რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა…


