კახელ ფერმერს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა
სიღნაღის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი ვახტანგ ებიტაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ გოგიტა ნანობაშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ნესვის ნაკვეთი დაათვალიერეს. სოფელ ვაქირის მკვიდრს, გოგიტა ნანობაშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის80%…

