ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა 1-ელ მარტამდე გადაიდო
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრის მქონე ავტომობილების მფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ ორი თვით, მომავალი წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველ მარტამდე გადაიწია. ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. როგორც ორიოდე თვის წინ „კომერსანტთან“ საუბრისას კოტე სულამანიძე აცხადებდა, „2018 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანა გადმოკვეთს საზღვარს, ვალდებული…


