1-ლი მარტიდან უცხოეთში რეგისტრირებულ ავტო-ტრანსპორტზე საქართველოში შემოსვლისას მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

1-ლი მარტიდან უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება/მფლობელი/მძღოლი/საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ვალდებული ხდება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში/მართვის ქვეშ მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს. ამის თაობაზე სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორმა გიორგი ჩაჩუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღონისძიებას  სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელი დევი…