„დასრულებული შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ჩვეულებრივი ბიზნესია“
„არაფერი გაუკეთებელი არ არის, მთავრია ტექნიკური ზედამხედველობა იყოს გამართული. ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის ჩვეულებრივი ბიზნესია“-ასე შეაფასა „დაზღვევის ასოციაციის“ პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც დეველოპერებს დასრულებული შენობების ფარული დეფექტების დაზღვევას დაავალდებულებს. ხეჩინაშვილის ინფორმაციით,ამაზე კონსულტაციები სადაზღვევო სექტორს ეკონომიკის სამინისტროსთან დაახლოებით ნახევარი წლის წინ ჰქონდა. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ პროექტზე მუშაობა გააგრძელა, თუმცა, მას შემდეგ სადაზღვევო ინდუსტრიასთან…


