სადაზღვევო ასოციაცია ადასტურებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის არმქონე ტურისტების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ამოღებაში კლინიკებს პრობლემები აქვთ
„საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განაცხადებით, საქართველოში უცხოელების მიერ თვეში 2 ათასი სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება, მათგან ნაწილი კი, სამედიცინო კლინიკებშიც ხვდება. ამის შესახებ ხეჩინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის გარეშე შემოსული ტურისტების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პრობლემას მიეძღვნა. მისივე თქმით, გაუდაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მათ უფასოდ მოემსახუროს. მისივე…


