ირაკლი კოვზანაძე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილსა და გამგეობის წევრს, იოსებ გოგოლაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ასოციაციის წევრების ინიციატივით შედგა, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. „მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სადაზღვევო სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერების აუცილებლობაზე. ასოციაციაში დადებითად აფასებენ ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლების…


