სადაზღვევო სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3-ჯერ გადაუსწრო
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი 2019 წელს აფასებს და ამბობს, რომ სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ტემპებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც კი გადაუსწრო. მისი თქმით, ეს არამარტო თანხაში, არამედ დაზღვეულთა რაოდენობაშიც აისახა. “ისევე როგორც გასულ პერიოდში, წელსაც სადაზღვევო ბაზარი ძალიან კონკურენტული იყო და სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3ჯერ გადაუსწრო კიდეც. ეს ფაქტია და ნიშნავს, რომ ჯერჯერობით…


