ტურისტების სავალდებულო დაზღვევამ კორონავირუსთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯები უნდა დაფაროს
სადაზღვევო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო, შემომავალი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის პროექტზე მუშაობენ. „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სავალდებულო დაზღვევის ინიციატივის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა, ამ ეტაპზე კი პროდუქტებსა და სისტემაზე მიმდინარეობს შეთანხმება. „საქართველოში არაფერი არ არის სავალდებულო, მათ შორის არც ტურისტების დაზღვევა. ახლა რა საკითხზეც ვმუშაობთ, არის პროცესი რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ჩვენ…


