ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ონლაინკლინიკების მართვის კუთხით სადაზღვეო კომპანიების ჩართულობა,ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სადაზღვეო კომპანიებისა და სახელმწიფოს კოორდინირებულ მუშაობას და აღნიშნა, რომ პროფესიონალი ოჯახის ექიმების როლი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია.…


