„ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ – სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ
სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა. „ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს და ყველა იმ ოჯახის ექიმს აქვს, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.…


